ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სტიქიამ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დააზარალა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა იყო. ეპიცენტრი ქალაქ პორ დე პედან 19 კილომეტრში მდებარეობდა.
დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი.
ჰაიტის პრეზიდენტმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში პოლიციისა და სამხედროების დამატებითი ძალები გაგზავნა.