ჰაიტის პრეზიდენტს თავს დაესხნენ
ჰაიტის პრეზიდენტს თავს დაესხნენ

ჰაიტის პრეზიდენტს თავს დაესხნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟოვენალ მოიზს ცეცხლი უცნობმა პირებმა მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ჰაიტის დამფუძნებლის მემორიალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა.

სროლის შედეგად თავად პრეზიდენტი არ დაშავებულა, თუმცა დაჭრილია მისი პირადი დაცვის სამი წევრი.

დღეს ჰაიტის დედაქალაქში პორტ-ო-პრენსში რამდენიმე ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია იყო დანიშნული. დემონსტრაციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წევრებმა ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტზე სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით დოლარი გაფლანგეს.

ჰაიტიში არეულობა აგვისტოდან გრძელდება, რასაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომაც მოჰყვა. ამის მიზეზი საწვავზე გაზრდილი ფასებია.