ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობას მსოფლიო ლიდერები გმობენ
ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობას მსოფლიო ლიდერები გმობენ

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობას მსოფლიო ლიდერები გმობენ. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს ჰაიტიელ ხალხს და დახმარებას სთავაზობს კუნძულოვანი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ თავდასხმას და პირველ ლედი მოისს გამოჯანმრთელებას გულწრფელად ვუსურვებთ. აშშ უთანაგრძნობს ჰაიტის ხალხს და მზად არის დახმარებისთვის, რამდენადაც ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჰაიტის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯოვენელ მოისის გარდაცვალებით დამწუხრებულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელიც „ტვიტერში“ აქვეყნებს სამძიმარს და ჰაიტელ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიტის პრეზიდენტის რეზიდენციაში შენიღბული თავდამსხმელები გვიან ღამით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდა პირველი ლედიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.