ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქალ ფეხბურთელებზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი
ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქალ ფეხბურთელებზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი

ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ივ ჟან-ბარტი ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველანაირ საქმიაობას 90 დღით ჩამოაშორეს. ამ ინფორმაციას ფიფას ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ჟან-ბარტის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ქალ ფეხბურთელებზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.

„ფიფას ეთიკის კოდექსის თანახმად, დამოუკიდებელი კომიტეტის საგამოძიებო პალატამ დროებით აუკრძალა ბატონ ივ ჟან-ბარტს, ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ფეხბურთთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე“, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.