ჰაიკო მაასი - უკეთესი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა
ჰაიკო მაასი - უკეთესი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი მწერლები გვიჩვენებენ, რომ ქართველები ევროპულად აზროვნებენ და გრძნობენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის წინ განაცხადა.

„ძალიან გვიხარია, რომ 70 შესანიშნავი ქართველი მწერალი იქნება წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ეს ავტორები და მათი წიგნები გვიჩვენებენ, რომ ქართველები ევროპულად აზროვნებენ და ევროპულად გრძნობენ. ისინი გვიდასტურებენ, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ევროპასთან. თბილისში არამარტო პარლამენტის წინ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, ამ ყვითელვარსკლავებიან ლურჯ დროშას თბილისში ბევრგან შეხვდებით. ეს ჩვენ ძალიან გვიხარია. ეს არის გარეგნული გამოხატულება იმის, რასაც ქართველები შინაგანად გრძნობენ. ჩვენ პოლიტიკა ამას უნდა დავუახლოვოთ და ვაწარმოოთ უკეთესი პოლიტიკა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკა, ევროპული აღმოსავლეთის პოლიტიკა“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.