ჰაერში მყარი ნაწილაკების მატებას გარემოს სააგენტო საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოებიდან მტვრის მასების შემოჭრას უკავშირებს
ჰაერში მყარი ნაწილაკების მატებას გარემოს სააგენტო საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოებიდან მტვრის მასების შემოჭრას უკავშირებს

ქვეყნის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.

ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გასული ერთი კვირის განმავლობაში ატმოსფერულ ჰაერში დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მათივე განმარტებით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები განისაზღვრება. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. კერძოდ:  6 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე – 1.1-ჯერ, „ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, რუსთავში – 1.5-ჯერ, ბათუმში – 1.6-ჯერ, 7 ნოემბერს წერეთლის გამზირზე – 1.4-ჯერ, „ილიას ბაღში“ – 1.5-ჯერ, რუსთავში – 1.8-ჯერ, ბათუმში – 1.9-ჯერ, 8 ნოემბერს წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ვარკეთილში – 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.4-ჯერ, რუსთავში – 2.1-ჯერ, ქ.ბათუმში – 1.9-ჯერ, 9 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში – 1.6-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.5-ჯერ, რუსთავში – 2.4-ჯერ. 10 ნოემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ვარკეთილში – 1.4-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.2-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.6-ჯერ, რუსთავში – 2.4-ჯერ. 11 ნოემბერს წერეთლის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.2-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.5-ჯერ, რუსთავში – 2.3-ჯერ, ქ.ბათუმში – 1.9-ჯერ, 12 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში – 1.4-ჯერ, ვაშლიჯვარსა და ბათუმში – 1.3-ჯერ, „ილიას ბაღში“ – 1.8-ჯერ და რუსთავში – 2.5-ჯერ.