ბრიუსელში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ
ბრიუსელში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

გამოცემა The Brussels Time-ის ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის დროს, ბრიუსელის მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი საგანგებო წესები ბრიუსელის რეგიონულმა მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

საგანგებო წესების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდება უფასო, როდესაც ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია 24-საათიან პერიოდში ერთ კუბურ მეტრში 51-დან 70 მილიგრამამდე მიაღწევს. საგანგებო ზომების ამოქმედების დროს, ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი და ველოსიპედების გაქირავების სისტემა დროის ფიქსირებული მონაკვეთის განმავლობაში უფასო იქნება.

ამას გარდა, შეიზღუდება ტრანსპორტის სიჩქარე და შეშის დაწვა. ცეცხლის დანთება შეშის გამოყენების შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეშა გათბობის ერთადერთი საშუალებაა.

ჰაერის დაბინძურების დონის შემოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურ ვებგვერდზე და მობილური აპლიკაციის საშუალებით.