ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩებს შორის ერლინგ ჰაალანდის გოლი საუკეთესოდ აღიარეს.
ჩემპიონთა ლიგის პრესსამსახურმა საუკეთესო გოლის ავტორად დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელი თავდამსხმელი დაასახელა, რომელმაც ბურთი „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩებში ჰაალანდის კონკურენტები იყვნენ: დრის მერტენსი (ნაპოლი), რემო ფროილერი (ატალანტა), იოსიპ ილიჩიჩი (ატალანტა).