ჰაალანდი - საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა შევიქმნა
ჰაალანდი - საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ უნდა შევიქმნა

„დორტმუნდის“ 19 წლის ვარსკვლავი ერლინგ ჰაალანდი მიიჩნევს, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს.

„არ შეიძლება, საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა შევიქმნა, – ციტირებს ჰაალანდის სიტყვებს  Marca. – რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გქონდეს რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივა, მაგრამ არ უნდა დაივიწყო, რომ არიან სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელებიც.

ჩემთვის აუცილებელია მახსოვდეს, რომ საკუთარი თავი იმაზე უკეთესი არ უნდა მეგონოს, ვიდრე ვარ.

ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემს გარშემო ბევრი კარგი მოთამაშეა და წინ ბევრი საინეტერესო ამბავი მელოდება“.

1919/2020 წლების სეზონში ჰაალანდმა „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.