ჰაალანდი მესისა და ნეიმარს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებად მიიჩნევს
ჰაალანდი მესისა და ნეიმარს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებად მიიჩნევს

„დორტმუნდის“ ნორვეგიელ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა მესის, კრიშტიანო რონალდოსა და ნეიმარის შედარება სთხოვეს. ჰაალანდს გაუჭირდა, რომელიმე მათგანისთვის უპირატესობა მიენიჭებინა, თუმცა პორტუგალიელს მაინც ბრაზილიელი და არგენტინელი ამჯობინა.

„ძნელია მესის, რონალდოსა და ნეიმარის შედარება, – ციტირებს ჰაალანდის სიტყვებს Mundo deportivo, – მაგრამ ლეოსა და ნეის ფანტასტიკური თამაშის შემხედვარემ უნდა ვთქვა, რომ ისინი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები არიან.“

მიმდინარე სეზონში მესიმ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. რონალდოს ანგარიშზე 25 გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენში“ თავი 17 გოლით და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.