ჰაალანდი - მბაპეს შემხედვარე ხვდები, რომ ფეხბურთში უფრო მაღალი დონე არსებობს
ჰაალანდი - მბაპეს შემხედვარე ხვდები, რომ ფეხბურთში უფრო მაღალი დონე არსებობს

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდმასხმელმა ერლინგ ჰაალანდმა საკუთარ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორება „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელზე, კილიან მბაპეზე აქვს.

„მთელი ცხოვრება ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, – ციტირებს ჰაალანდის სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი. – ყოველთვის ვიცოდი, რომ კარგად ვთამაშობ. თუმცა, ეს ხანგრძლივი და შრომატევადი გზა იყო. პირველი კონტრაქტის შემდეგ ვიფიქრე: „მაგარია, მაგრამ წინ უფრო დიდი ამბებია“.

როცა „ზალცბურგში“ რეგულარული თამაში და გოლების გატანა დავიწყე, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. თუმცა, ისეთი ფეხბურთელების შემხედვარე, როგორიც კილიან მბაპეა, ხვდები რომ ფეხბურთში უფრო მაღალი დონე არსებობს. ჩემი მიზანია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გავხდე.“