ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს. როგორც მთავარი პროკურორის, ფატუ ბენსუდას განცხადებაშია აღნიშნული, „არსებობს საკმარისი მტკიცებულება“, რათა ვივარაუდოთ, რომ ამ რეგიონში ჩადენილია „ისეთი ქმედებები, რაც წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადნილ დანაშაულს, რაც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში ხვდება“.

ოფიციალურ ინფორმაციაში, ნათქვამია რომ გამოძიება სამ ჯგუფად დაყოფს შესაძლო დანაშაულებებს. პირველ ჯგუფში არის დანაშაულებები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დროს იყო ჩადენილი, მეორე ჯგუფში დაკავებების დროს დაფიქსირებულ დანაშაულებებს მოიცავს, ხოლო მესამე ჯგუფში მოხვდება ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიასთან დაკავშირებული დანაშაულებები.

უკრაინაში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ „დადგება დრო, როდესაც რუსი დამნაშავეების აუცილებელად წარდგებიან სასამართლოს წინაშე“.

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასმართლო უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების საქმეზე წინასწარი შესწავლა 2014 წლიდან მიმდინარეობდა.