ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი მიიღო. კიევი მოსკოვს სეპარატისტების შეიარაღების მიწოდებასა და დაფინანსებაში ადანაშაულებს.
გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.
ამგვარად, სასამართლომ უარყო რუსეთის აპელაცია, რომელშიც მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ტერორიზმის დაფინანსებისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციების გამოყენებაზე მსჯელობა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის.
მოსკოვი აცხადებდა, რომ უკრაინულ მხარეს სასამართლოში სარჩელის შეტანამდე კიევს უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კრიზისის გადაჭრა უნდა ეცადა. თუმცა, ჰააგის სასამართლოში მიიჩნიეს, რომ უკრაინამ „დონბასში კრიზისის მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯები უკვე გადადგა“ და ამან შედეგი არ გამოიღო.
უკრაინის სარჩელში ნათქვამია, რომ 2014 წლის შემდეგ რუსეთი უკრაინის საქმეებში ერეოდა, აფინანსებდა ტერორისტულ აქტებს და არღვევდა უკრაინის მილიონობით მოქალაქის უფლებებს.
ამასთან, კიევში ამტკიცებენ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსიით დაარღვია გაერო-ს წესდება და უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი სამხედრო ძალით დაიკავა.
რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.