ჰააგაში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა
ჰააგაში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

ჰააგაში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ამჟამად სამართალდამცავები ბოროტმოქმედს ეძებენ. ქალაქის ისტორიული ცენტრის სიახლოვეს მდებარე ქუჩა, სადაც ძირითადად მაღაზიები მდებარეობს, გადაკეტილია.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ისინი ეძებენ 45-დან 50 წლამდე მამაკაცს. სავარაუდოდ ის წარმოშობით აფრიკელი უნდა იყოს.

ნიდერლანდების პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელის ჩაცმულობა აღწერა და მოქალაქეებს მოუწოდა სიფრთხილე შეინარჩუნონ.