ჰააგაში დაბარების გამო, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ჰააგაში დაბარების გამო, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ჰააგაში დაბარების გამო, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

რამუშ ჰარადინაის განცხადებით, ჰააგაში, სპეციალურ პალატაში, ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ. „როიტერსის“ ინფორმაციით, საქმე ეხება კოსოვოს ძალადობრივ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

ჰარადინაის თქმით, არჩევნების თარიღისთვის კონსულტაციები პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს.

რამუშ ჰარადინაი კოსოვოს მესამე პრემიერ-მინისტრია და თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.

2015 წელს, ომის დროს სავარაუდო დანაშაულებისთვის „კოსოვოს გათავისუფლების არმიის“ ყოფილი პარტიზანების დაკითხვისთვის, სპეციალური პალატა შეიქმნა, რომელიც ჰააგაში მუშაობს.

დატოვე კომენტარი