ჰააგაში 60-მდე ადამიანმა არეულობა მოაწყო, დაკავებულთა შორის არასრულწლოვნები არიან
ჰააგაში 60-მდე ადამიანმა არეულობა მოაწყო, დაკავებულთა შორის არასრულწლოვნები არიან

ჰააგაში ათობით ადამიანმა არეულობა მოაწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 12 ადამიანი, მათგან ექვსი პირი არასრულწლოვანია.

გავრცელებული ცნობით, არეულობა ადგილობრივი დროით 19:30 საათზე დაიწყო. შავებში გამოწყობილმა 60-მდე ადამიანმა ნაგვის ურნების დაწვა დაიწყო.

არეულობის გამო, პოლიციამ რამდენიმე ქუჩა გადაკეტა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ სამართლადამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, შეურაცხყოფა და ძალადობა.