გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოვლით გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოვლით გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თბილისის შემოსავლელ (შემოვლით) გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ (შემოვლით) საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.