გზების დეპარტამენტი - ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
გზების დეპარტამენტი - ანაკლიის გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

„ამ დროისთვის, ტოპოგეოდეზიური სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად ოთხი საპროექტო ჯგუფი მუშაობს. პროექტირების ფარგლებში, ასევე მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები“, – აღნიშნავენ უწყებაში.

ანაკლიაში, საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილზე გაეცნენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს. პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება შვიდ მილიონ ლარს შეადგენს.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის დაწყება 2019 წლის დეკემბერში დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი