გვიდო პელია - ჯოკოვიჩმა ზღვარს გადააბიჯა, ის ადამიანების სიცოცხლით თამაშობდა
არგენტინელმა ჩოგბურთელმა გვიდო პელიამ კომენტარი გაუკეთა კორონავირუსის აფეთქებას მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე.
„ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო. არასწორია ასეთი ტურნირების ჩატარება პანდემიის დროს. ნოვაკი ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით თამაშობდა. ის პატივს არ სცემს არც ერთ ჩოგბურთელს და საერთოდ ადამიანებს. მე არ გამაჩნია ისეთი საბანკო ანგარიში, როგორიც ჯოკოვიჩს აქვს და მინდა თამაში. მაგრამ რისკის ქვეშ არ დავაყენებ საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლეს. უმჯობესია ჯანმრთელი იყო და ფულზე არ იზრუნო, ვიდრე ავადმყოფობა შემეყაროს“, – თქვა პელიამ „ყენის ვორლდთან“ კომენტარში.