გვარდიოლას ტრანსფერი - „სიტის“ ჰალანდი შეუერთდა #1TVSPORT
გვარდიოლას ტრანსფერი - „სიტის“ ჰალანდი შეუერთდა #1TVSPORT

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ნორვეგიელი ერლინ ჰალანდი გვარდიოლას კლუბს შეუერთდა. „დორტმუნდის“ ლიდერი დიდ კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ევროპული მედიის ცნობით, ნორვეგიელი ფორვარდი „სიტისთან“  ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 375 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ჰალანდი „დორტმუნდს“ „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში გერმანული კლუბის ლიდერი იყო.

Transfermarkt ჰალანდის სატრანსფერო თანხად 150 მილიონ ევროს ასახელებს. გერმანულ კლუბთან ნორვეგიელი ლეგიონერის კონტრაქტი კი 2024 წლამდე იყო ძალაში.

მიმდინარე სეზონში ჰალანდმა „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩატარა, გაიტანა (28!) გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.