„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას აზრით, მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო, ლეროი სანე ექვსი-შვიდი თვე ვერ ითამაშებს. 23 წლის სანემ ტრავმა კვირას, „ლივერპულის“ წინააღმდეგ ინგლისის სუპერთასის მატჩის მე-13 წუთზე მიიღო და მომავალ კვირას ბარსელონაში ოპერაციას გაიკეთებს.
„ძალიან ცუდი ამბავია“, – განაცხადა გვარდიოლამ – „არ ვიცი, რამდენი ხანი გაუცდება, თუმცა, როგორც წესი, მსგავსი ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი ექვსი-შვიდი თვე ვერ თამაშობს“.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პირველ მატჩს ხვალ, 10 აგვისტოს, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.