გვარდიოლამ ზურგზე ოპერაცია გადაიტანა და ორ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ზურგზე ოპერაცია გადაიტანა, – იტყობინება ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
აღნიშნავენ, რომ 52 წლის სპეციალისტს ბოლო დროს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აწუხებდა და ბარსელონაში გაფრინდა სასწრაფო ოპერაციისთვის. ქირურგიული ჩარევა წარმატებული იყო და ახლა გვარდიოლა სარეაბილიტაციო კურსს გაივლის კატალონიის დედაქალაქში.
მთავარი მწვრთნელის არყოფნაში „მანჩესტერ სიტის“ დროებით უხელმძღვანელებს ხუანმა ლილიო. გვარდიოლას დაბრუნება კლუბში სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ იგეგმება.