გვარდიოლამ „ნაპოლიზე“ ისაუბრა - ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდ გუნდთან გვაქვს #1TVSPORT
გვარდიოლამ „ნაპოლიზე“ ისაუბრა - ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდ გუნდთან გვაქვს #1TVSPORT

ორი მატჩის ჯამში მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (4:1) „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ხოსეპ გვარდიოლამ „ნაპოლის“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც იმავე ეტაპიდან „მილანმა“ გამოთიშა (2:1) ტიტულისთვის ბრძოლას.

გამოცდილ სპეციალისტს იტალიური გუნდის სათამაშო სტილი და ფორმა აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო სეზონშიც „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის იბრძოლებს.

„როდესაც მთელი სეზონი ისე თამაშობ, როგორც ამას „ნაპოლი“ აკეთებდა, ჩემპიონთა ლიგაზეც შენგან წარმატებას ელიან. „მილანთან“ და „ბაიერნთან“ თამაში ევროპულ ტურნირებზე რთულია, მათ უმარავი ტიტული აქვთ მოგებული. „როსონერის“ სახელი ისეთ ფიგურებთანაა დაკავშირებული, როგორებიც არიგო საკი, ფაბიო კაპელო, კოსტაკურტა და მალდინი არიან.

პირველ ტაიმში ნეაპოლელების სასარგებლოდ შეიძლებოდა პენალტი დანიშნულიყო, რასაც, შესაძლოა, სიტუაცია შეეცვალა. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა არ ნიშნავს, რომ „ნაპოლი“ ცუდი გუნდია. მათი თამაში „მილანთან“ შთამბეჭდავი იყო. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონშიც ისინი ჩემპიონთა ლიგაზე იქნებიან და წარმატების მიღწევას ისევ შეეცდებიან“, – განაცხადა გვარდიოლამ.