გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი დაასახელა
გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სერხიო აგუეროზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფორვარდს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება.

„მისი შემცვლელის პოვნა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს Mirror. —  სერხიო უბრალოდ შეუცვლელია. ჩვენ გვყავს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსის სახით.

რა თქმა უნდა, ვინმე მოვა აგუეროს  ადგილზე, მაგრამ სერხიო შეუცვლელია. კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგების პერსპექტივა – „ქუინზ პარკთან“ გატანილი გოლია. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოთხი ტიტული ერთ სეზონში.

ადრე თუ გვიან ეს მოხდება, სერხიო თავად გადაწყვეტს, როდის წავა. ჩვენ სხვა გზა არ გვექნება და მოვძებნით მის შემცვლელს, მაგრამ ეს ძალიან რთული ამოცანაა.