გვარდიოლამ ფიფა და უეფა გააკრიტიკა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან #1TVSPORT
გვარდიოლამ ფიფა და უეფა გააკრიტიკა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ფიფა და უეფა მკაცრად გააკრიტიკა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მიიჩნევს, რომ საფეხბურთო კალენდარი ძალიან გადატვირთულია და მოთამაშეებს ძალების აღდგენის საშუალება არ ეძლევათ. 

„ისინი უბრალოდ ხოცავენ ფეხბურთელებს, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს  BBC. – სეზონის დაწყებიდან ერთი კვირაც კი არ გვქონია დასვენების შესაძლებლობა.

ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ჯანმრთელობა არ დაიზიანონ“, – აცხადებს „სიტის“ მთავარი მწვრთნელი.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „სიტი“ ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს.

ხვალ, 6 აპრილს გვარდიოლას შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „დორტმუნდს“ დაუპირისპირდებიან.