გვარდიოლა - ჩემპიონობასთან სამი მოგება გვაშორებს #1TVSPORT
გვარდიოლა - ჩემპიონობასთან სამი მოგება გვაშორებს #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრაში „მანჩესტერ სიტი“ „ლესტერს“ ესტუმრა, ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და კიდევ უფრო მიუახლოვდა პრემიერლიგის ჩემპიონობას. 

„ლესტერი“ ძალიან კარგი გუნდია. წინა თამაშში მათგან მაგრად „მოგვხვდა“ და 2:5 საკუთარ სახლში მოგვიგეს. ეს მატჩი კი გაცილებით მშვიდად და გონივრულად ჩავატარეთ და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, –  ციტირებს „სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports. – როცა ფეხბურთელები ნაკრების მატჩებიდან ბრუნდებიან, არასოდეს იცი, როგორ ფორმაში ჩამოვლენ.

ამ შეხვედრაში რამდენიმე იმ ფეხბურთელს მივეცი შანსი, რომელსაც დიდი ხანია, არ უთამაშია. ბიჭებმა იციან, რომ ძალიან კარგად უნდა ითამაშონ, თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება სურთ. ჩვენ და ფეხბურთელებს ერთმანეთის კარგად გვესმის. არაფერია ინგლისის ჩემპიონობაზე სასიამოვნო. ჩვენ მივუახლოევდით ამ ტიტულს და მხოლოდ სამი მოგება გვაშორებს“.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს „სიტი“ ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 17 ქულით უსწრებს.

დატოვე კომენტარი