გვარდიოლამ დაადასტურა, რომ აგუერო „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრესაში გავრცელებული ხმები დაადასტურა და განაცხადა, რომ სერხიო აგუერო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელშიც ინგლისელები მადრიდულ გრანდს უნდა დაუპირისპირდნენ, – იუწყება BBC Sport. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება.
„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა ლეგიონერმა ტრავმა 22 ივნისს, „ბარნლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო და მალევე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
2019/2020 წლების სეზონში აგუერომ 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 ბურთი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ პირველი დაპირისპირება ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1.