გვარდიოლამ დაადასტურა, რომ აგუერო „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

18:34, 10.07.2020

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრესაში გავრცელებული ხმები დაადასტურა და განაცხადა, რომ სერხიო აგუერო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს, რომელშიც ინგლისელები მადრიდულ გრანდს უნდა დაუპირისპირდნენ, – იუწყება BBC Sport. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება.

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა ლეგიონერმა ტრავმა 22 ივნისს, „ბარნლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო და მალევე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

2019/2020 წლების სეზონში აგუერომ 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 ბურთი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ პირველი დაპირისპირება ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

მსგავსი