გვარდიოლა - „სიტიში“ მაინც დავრჩები, გუნდი რომ ინგლისის პირველ ლიგაში დააქვეითონ #1TVSPORT
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგიდან გაგდება ემუქრება, თუ დამტკიცდა, რომ კლუბმა ფინანსური ფეარ პლეის წესები დაარღვია.
„ქალაქელების“ მთავარ მწვრთნელს დაუსვეს შეკითხვა, დარჩება თუ არა გუნდში მაშინ, როცა „სიტის“ პრემიერლიგიდან რანგით უფრო დაბალ ლიგაში დააქვეითებენ.
„ისეთ შეკითხვას სვამთ, თითქოს როდისმე ასე უკვე დავუსჯივართ. ჩვენ უდანაშაულოები ვართ, სანამ გამოძიება საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Manchester Evening News-ი, – ასეც რომ მოხდეს, უდიდესი ალბათობით, მე გუნდს არ დავტოვებ, სულ რომ ინგლისის პირველ ლიგამდე დაგვაქვეითონ. თუმცა ჩვენ გაცილებით დიდი შანსი გვაქვს, პრემიერლიგაში დავრჩეთ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ“, – განაცხადა „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა.