გვარდიოლა - „რეალმა“ „ლაიპციგის“ ბარიერი ტანჯვით გადალახა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალისა“ და „ლაიპციგის“ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამეფო კლუბს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა გაუჭირდა. მადრიდელებმა გერმანული გუნდი ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხეს.
„რეალმა“ „ლაიპციგის“ ბარიერი ტანჯვით დაძლია. ჩვენ „კოპენჰაგენთან“ ჯამში 6:2 მოვიგეთ. შორიდან ისე ჩანს, თითქოს ადვილად გავიმარჯვეთ, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. არა, თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი რთულად არის – რთულია, პრემიერლიგაში იბრძოლო, რთულია, ინგლისის თასზე ითამაშო, რთულია, ესტუმრო „ლუტონს“ და დაამარცხო“, – ამბობს ხოსეპ გვარდიოლა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია – გვარდიოლას შეგირდებმა ფინალში „ინტერი“ 1:0 დაამარცხეს.