გვარდიოლა - პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე პრიმერასა და ბუნდესლიგის
გვარდიოლა - პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე პრიმერასა და ბუნდესლიგის

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შეადარა ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატებში კონკურენციის დონე შეადარა.

“პრემიერლიგის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე პრიმერასა და ბუნდესლიგაში. სირთულის გამო, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ძალიან გვიხარია ეს მიღწევა და ისიც, თუ როგორ მოვიპოვეთ ის.
სეზონის დასაწყისში არასოდეს იცი, როგორ დასრულდება ყველაფერი. საჭიროა, უბრალოდ, კარგად მოამზადო გუნდი, ჩემპიონობა კი აქედან გამომდინარეობს.

ჩვენ ვნახეთ, რომ გუნდებმა, რომლებმაც ბოლო წლებში პრემიერლიგა მოიგეს, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც კი ვერ შეძლეს. ტიტულის ზედიზედ ორჯერ მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ვიღებთ გამოწვევას”, – განაცხადა გვარდიოლამ.