გვარდიოლა - მიჩვეული ვარ ტოტალური დაცვიდან მოთამაშე გუნდებთან დაპირისპირებას #1TVSPORT
ხვალ, 5 აპრილს „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ატლეტიკოს“ საშუალებას არ მისცემს, „სიტის“ საკუთარი თამაში თავს მოახვიოს.
„მიჩვეული ვარ ტოტალური დაცვიდან მოთამაშე გუნდებთან დაპირისპირებას, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს „მარკა“, – თუმცა არ მივეკუთვნები მათ რიცხვს, ვინც ფიქრობს, რომ „ატლეტიკოს“ მხოლოდ დაცვიდან თამაში შეუძლია. დიახ, მათი ფორვარდები ხშირად იხევენ უკან, მაგრამ ნებისმიერ წამს მზად არიან სწრაფი შეტევისთვის.
არ უნდა მივცეთ „ატლეტიკოს“ საშუალება, რომ თამაშის საკუთარი სტილი თავს მოგვახვიოს. მატჩის დაწყებისთანავე ისე უნდა შევუტიოთ, რომ შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართოს. ჩვენ ვიცით, დაცვიდან მოთამაშე გუნდებთან გამკლავება, ცოტა თუ გვეთამაშება გახსნილ ფეხბურთს, ამას მიჩვეულები ვართ და ვისწავლეთ, როგორ უნდა გავარღვიოთ ნებისმიერი დაცვა“, – მიაჩნია „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს.