გვარდიოლა იანვარში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი იყო
გვარდიოლა იანვარში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი იყო

„სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა 2021 წლის იანვრის თვეში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა, – იუწყება ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი.

აღნიშავენ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ეს აღიარება ექვს მატჩში ზედიზედ ექვსი გამარჯვების მოპოვებით დაიმსახურა.

გასულ თვეში „სიტიმ“ დაამარცხა „ჩელსი“ (3:1), „ბრაიტონი“ (1:0), „კრისტალ პალასი“ (4:0). „ასტონ ვილა“ (2:0), „ვესტ ბრომვიჩი“ (5:0) და „შეფილდ იუნაიტედი“ (1:0).

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში გვარდიოლას შეგირდები პირველ ადგილზე არიან (50 ქულა) და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ხუთი ქულით უსწრებენ.