გვარდიოლა 17 წლის ფრანგის სანაცვლოდ ბერნარდო სილვას თმობს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის, უორენ ზაირ-ემერის გადაბირებით, – ამტკიცებს გაზეთი Mirror-ი.
წყაროს ცნობით, გვარდიოლას სურვილი აქვს, გარიგებაში ჩართოს ბერნარდო სილვა, რათა შეძლოს თავის გუნდში 17 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაყვანა. თავად სილვათი „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურად არის დაინტერესებული.
ზაირ-ემერი „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილია. მან პარიზულ კლუბში 38 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.