გუტიმ „ალმერია“ ჩაიბარა
გუტიმ „ალმერია“ ჩაიბარა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი გუტი ესპანეთის მეორე დივიზიონში მოთამაშე „ალმერიას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ოფიციალურად ამ დანიშვნის შესახებ კლუბის „ტვიტერმა“ გამოაცხადა.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, გუტი მუშაობდა „რეალის“ იუნიორთა გუნდში, შემდეგ კი თურქულ „ბეშიქთაშში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

„რეალში“ გუტის 15 ტიტული აქვს მოპოვებული.

„ალმერია“ სეგუნდაში მეორე ადგილზეა და ლიდერ „კადისს“ 10 ქულით ჩამორჩება.