გუს ტილი - ჯანოს და მელგარეხოს ინციდენტი ამოწურულია
გუს ტილი - ჯანოს და მელგარეხოს ინციდენტი ამოწურულია

მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველმა გუს ტილმა ჯანო ანანიძისა და ლორენცო მელგარეხოს შორის მომხდარ კონფლიქტზე საინტერესო ამბავი გაამხილა.

ინციდენტი რუსეთის პრემიერ ლიგის მე -18 ტურში, პეტერბურგში მოხდა – „ზენიტთან“ წაგებული (0:1) მატჩის მიწურულს მოსკოვური კლუბის მოთამაშეებმა ერთმანეთზე გაიწიეს.

„ჯანოსა და მელგარეხოს კონფლიქტზე რა უნდა გითხრათ – ფეხბურთი ემოციური თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ორივემ გასახდელში მოიბოდიშა, შერიგდნენ და ინციდენტი ამოწურულია” – ამბობს გამოცემა „ჩემპიონატთან“ ჰოლანდიის ნაკრებისა და „სპარტაკის“ ნახევარმცველი.

ამასთან დაკავშირებით შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ჯორდამ ლარსონმაც ილაპარაკა: „ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, შესანიშნავი პოტენციალით. მოვიდა ახალი მწვრთნელი, მაგრამ ყველაფერი ნორმალურად მიდის”.