გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიციის ავტომობილზე ავიდა [ვიდეო]

გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიციის ავტომობილის კაპოტზე ავიდა.

ის სამართალდამცველებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და მანქანიდან ჩამოსვლაზე უარს აცხადებდა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აცხადებდა, სამართალდამცველები მას გადაადგილების უფლებას უზღუდავდნენ და შესაბამისად, ისიც ამ ფორმით უზღუდავდა მათ გადაადგილების შესაძლებლობას.

გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.