გურჯაანის საცურაო აუზზე ცურვაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

10:34, 29.04.2018

გურჯაანის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსის საცურაო აუზზე ცურვაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული 2005-2010 წლებში დაბადებული გოგონათა და ჭაბუკთა გუნდები.

საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები პირველი ადგილის მოსაპოვებლად ოთხ საცურაო დისციპლინაში: კროლი, ბრასი, გულაღმა და ბატერფლაი მოსინჯავენ ძალებს.
გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

მსგავსი