გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - საბავშვო ბაღებში დასაქმებულ ყველა პირს კუთვნილი ხელფასი უკვე ჩაერიცხა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - საბავშვო ბაღებში დასაქმებულ ყველა პირს კუთვნილი ხელფასი უკვე ჩაერიცხა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულ ყველა პირს კუთვნილი ხელფასი უკვე ჩაერიცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური მიზეზებით, რომელიც ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით წარმოქმნილ შეფერხებას. განვმარტავთ, რომ შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური მიზეზებით, რომელიც ამ დროისთვის აღმოფხვრილია. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულ ყველა პირს კუთვნილი ხელფასი უკვე ჩაერიცხა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი