ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალის პირველ შეხევდრაში, გულნარა გაბელიას „ჩიმკენტმა”, „ბარსელონა“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. ყაზახები, პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, პუტელასის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 49-ზე სხვაობა ორამდე იკვაპუტმა გაზარდა. გაბელიამ კი, იმვე იკვაპუტის პასით მე-60 წუთზე მასპინძელთა უპირატესობა სამბურთიანი გახადა. კატალუნიელბს ორმატჩიან დუელში გამარჯვების შანსი დუგანმა შეუნარჩუნა, რომელმაც გაბელიას გოლიდან ექვს წუთში, ერთი ბურთ გაქვითა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. გულნარა „ჩიმკენტის“ მთავარმა მწვრთნელმა – კალოიან პეტროვმა, მოედნიდან მე-80 წუთზე გაიყვანა.
განმეორებითი შეხვედრა, ბარსელონაში 26 სექტემბერს გაიმართება. წყვილში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე კი, კენჭისყრით მას შემდეგ გაირკვევა, როცა ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.
აღსანიშნია, რომ მიდინარე სეზონში „ჩიმკენტის“ შემადგენლობაში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემტევის ანგარიშზე სამი გატანილი გოლია.