გურამ თუშიშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა | გუანჯოუს შემაჯამებელი ტურნირი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე ტურნირი მაჟორულ ნოტზე დაასრულა. შეჯიბრის მეორე დღეს ორმა ქართველმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა, ოქროს მედლები მოიპოვეს.
ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე, მონღოლი ოტგანბაატარ ლხაგვასურენი, ფინალურ ორთაბრძოლაზე არ გამოცხადდა და ქართველს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, თუშიშვილმა კი გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.
ამრიგად, წლის ბოლო ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედლით (ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, ორი ბრინჯაო) დაასრულა.