გურამ მაჭარაშვილი - ზედმეტია საუბარი, რომ ქართული მხარე შევიდეს რაიმე სახის მოლაპარაკების ფორმატში, როცა საუბარია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. საზღვრებზე
გურამ მაჭარაშვილი - ზედმეტია საუბარი, რომ ქართული მხარე შევიდეს რაიმე სახის მოლაპარაკების ფორმატში, როცა საუბარია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. საზღვრებზე

სამწუხაროდ, რუსეთი თავის პოლიტიკას აგრძელებს. ჩვენი პოლიტიკა ყველამ იცის, მკაცრად განსაზღვრული პრინციპი გვაქვს, რომ დეოკუპაციის პროცესი რაც შეიძლება დაჩქარდეს. ამისთვის ყველა საერთაშორისო ბერკეტს ვიყენებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დეოკუპაციის პროცესის გაგრძელებისთვის საერთაშორისო ბერკეტები იქნება გამოყენებული.

„რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი იყო ჩამოსული, ვიზიტი იგეგმება აშშ-ს თავდაცვის მდივნის, რაც ნათელი დადასტურებაა იმის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ და ბუნებრივია, ამ მექანიზმებს გამოვიყენებთ დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ქართული მხარე შევიდეს რაიმე სახის მოლაპარაკების ფორმატში, როცა საუბარია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე.წ. საზღვრებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ აგრძელებს დეოკუპაციის საწინააღმდეგო პროცესს. საერთაშორისო ბერკეტებს გამოვიყენებთ, რომ დეოკუპაციის პროცესი გაგრძელდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. „გამოვდივართ შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.