გურამ მაჭარაშვილი – ყველასთან ურთიერთობა გვინდა, მაგრამ სხვები თუ ქართული სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენენ, პასუხი შესაბამისი იქნება
ყველასთან ურთიერთობა გვინდა, მაგრამ სხვები თუ ქართული სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენენ, პასუხი შესაბამისი იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ, ამის დემონსტრირება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის დემარში იყო.
„როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებისთვის არც ზღვარი და არც მაგალითი არ არსებობს ურთიერთობაში – სამწუხაროდ, ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის დემონსტრირება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დემარში იყო. კანონსაწინააღმდეგო, 50-კაციან აქციაზე მივიდა, რომელსაც ეუთო/ოდირ-მა ძალადობრივი უწოდა. მან ანტისახელისუფლებო განცხადებები გააკეთა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.