გურამ მაჭარაშვილი - ყველამ კარგად იცის, სად არის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და პროპაგანდას შორის, ნება იბოძოს ყველამ და საჯარო სივრცეში პატივი სცეს საზოგადოებრივ წესრიგს
გურამ მაჭარაშვილი - ყველამ კარგად იცის, სად არის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და პროპაგანდას შორის, ნება იბოძოს ყველამ და საჯარო სივრცეში პატივი სცეს საზოგადოებრივ წესრიგს

ყველამ კარგად იცის, სად არის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და პროპაგანდას შორის, ნება იბოძოს ყველამ და საჯარო სივრცეში პატივი სცეს საზოგადოებრივ წესრიგს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ქართული იდენტობისთვის რაც მიუღებელია, კანონით უნდა იყოს აკრძალული.

„ორკვირიანი ვადა გამოვაცხადეთ, როცა ოპოზიციისგან იმის გაგებას ველოდებით, პრინციპზე არიან თუ არა თანახმა – საქართველოში ლგბტ პროპაგანდა უნდა იყოს თუ არა. ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს. ისინი ამბობენ, რომ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ორკვირიანი ვადა გამოვაცხადეთ. ოპოზიციას მივმართავთ – დაიცავით ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ დავიცავთ ქართულ ტრადიციებს, ჩვენ შორის კი ვინ არის მართალი, ამას ხალხი ოქტომბერში გადაწყვეტს. ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ, პროპაგანდა რას ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. პროპაგანდაა, როცა ინფორმაციებს ავრცელებენ და ამა თუ იმ საკითხს პროპაგანდას უწევენ. ყველამ კარგად იცის, სად არის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და პროპაგანდას შორის. ნება იბოძოს ყველამ და საჯარო სივრცეში პატივი სცეს საზოგადოებრივ წესრიგს. საზოგადოების წესებია ის, რომ ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ქუჩებში დაპირისპირება ხომ არ უნდა იყოს? კანონი სწორედ იმიტომ უნდა არსებობდეს, რომ ქართული იდენტობისთვის რაც მიუღებელია, კანონით იყოს აკრძალული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ “ მიიღო გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.