გურამ მაჭარაშვილი - ყველა არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები რეგიონებში გასვლას ცდილობდნენ, იქ უარს რომ იღებდნენ, უცხოეთში მიდიოდნენ, რას შესთავაზებენ ხალხს? მათი არავის სჯერა
ყველა არჩევნების წინ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ცდილობდნენ, რეგიონებში გასულიყვნენ. იქ უარს რომ იღებდნენ, უცხოეთში მიდიოდნენ და ცდილობდნენ, იქიდან თანხები, მხარდაჭერა წამოეღოთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას „ამ ვითომ გაერთიანების თავადაც არ სჯერა“.
„როგორც კი გაერთიანება დააარსეს, თქვეს, კი გავერთიანდით, მაგრამ ცალ-ცალკე ვიბრძოლებთო. ასეთი მიდგომები როცა გაქვს, ცალ-ცალკე ივლი თუ ოთახ-ოთახ, ამას არაფერი ეშველება. რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ სატელიტებმა? ეკლესიის გინების გამო ან წინა ხელისუფლების მსხვერპლთა ოჯახების წინაშე ბოდიშს იხდიან? არ იხდიან. პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, 17-21 მარტს ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მომხრეა. ე.წ. გაერთიანებაში კი მხარს უჭერენ იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა დააკანონონ. რას შესთავაზებენ ხალხს? მათი არავის სჯერა, მგონი, არც მათ ამომრჩეველს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.