გურამ მაჭარაშვილი - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენები თუ მართლა იქნება ამერიკის მხრიდან, ამერიკაში რა კანონიც მოქმედებს, პირდაპირ გადავთარგმნით და ერთი ერთში მივიღებთ
გურამ მაჭარაშვილი - ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენები თუ მართლა იქნება ამერიკის მხრიდან, ამერიკაში რა კანონიც მოქმედებს, პირდაპირ გადავთარგმნით და ერთი ერთში მივიღებთ

ამერიკასთან ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი შეთანხმება თუ იქნება, ამას მართლა თუ გააკეთებენ, გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად, ამერიკაში რა კანონიც მოქმედებს, პირდაპირ გადავთარგმნით და ერთი-ერთში მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

„30-წლიანი ურთიერთობის მიუხედავად, ამერიკას დღემდე არ აქვს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, არც პირდაპირი ფრენები და სავაჭრო შეთანხმება. ახლა ერთ კონგრესმენს რომ ათქმევინეს, კანონპროექტს დავაინიცირებთო, ამ ეტაპზე ამას წინადადებად ვერ მივიღებთ, რადგან გამოცდილება არსებობს, რომ ბევრი რამ დაინიცირდა, მათ შორის, ორი კანონპროექტი და ბოლოში ვერ გავიდა. ეს ოფიციალური წინადადება არ არის. თეორიულადაც რომ მივიღოთ, მზად ვართ, მაგრამ არა სუვერენიტეტის შეზღუდვის სანაცვლოდ. არც იმის ხარჯზე, რომ, რწმენის ნაცვლად, ურწმუნოება გვქონდეს. მართლა თუ შეუძლიათ, ვიზალიბერალიზაცია მოგვცენ, ასევე პირდაპირი ფრენები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ამ ყველაფრის თუ გააკეთებენ, ამ კანონის ნაცვლად, ამერიკაში რა კანონიც მოქმედებს, პირდაპირ გადავთარგმნით და ერთი ერთში მივიღებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.