გურამ მაჭარაშვილი – ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება

11:41, 20.11.2026

სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცდილობენ, ასეთ მძიმე წუთებში, ასეთ ტრაგედიებზე თავისი პოლიტიკური სარგებელი მოიპოვონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიები გამოიყენონ“.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ყველაფერს ხვდება.

„ისინი არიან ვითომ პოლიტიკოსები, ვითომ არასამთავრობო სექტორი, ვითომ საქართველოზე მოაზროვნე ადამიანები. ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერს ეძებს იმისთვის, ოღონდ თავისი პოლიტიკური სარგებელი ნახოს. ძნელია კომენტარიც კი გააკეთო ასეთ ქმედებაზე. საზოგადოება ყველაფერს ხვდება, როდესაც ასეთ სენსიტიურ და რთულ პერიოდებში ცდილობ, რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვო, ამიტომაცაა, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც უმცირდებათ და პრაქტიკულად აღარც ჰყავთ, ნულზე არიან დასული“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მსგავსი