გურამ მაჭარაშვილი - ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ მშვიდ, კონსტრუქციულ პროცესებში გვქონდეს ურთიერთობა ოპოზიციასთან
გურამ მაჭარაშვილი - ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ მშვიდ, კონსტრუქციულ პროცესებში გვქონდეს ურთიერთობა ოპოზიციასთან

ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით მზად იმისთვის, რომ მშვიდ, კონსტრუქციულ პროცესებში ნებისმიერ სიტუაციაში გვქონდეს ურთიერთობა ოპოზიციასთან, ეს იქნება საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიცია თუ საზოგადოება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ისეთი პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, გადაკეტვა, ბლოკირება, დეპუტატების შეურაცხყოფა და მედიაცენტრების დახურვა, ამას ვერავინ შეეგუება.

„ქართულ საზოგადოებას ეს დაკვეთა აქვს, რომ ასეთი რაღაცები აღარ განმეორდეს. რაც შეეხება იმას, პროცესები როგორ განვითარდება, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ამ დესტრუქციული ძალის სახე დაინახა, თავადაც გაანალიზებენ საქმე რასთან აქვთ და რომ ჩიხში არიან შესულები. ადამიანურ დონეზე, ადამიანობაზე და ღირსებაზე საუბარი, ალბათ, მათი მხრიდან უნდა იყოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.