გურამ მაჭარაშვილი - უნდა მოვახერხოთ, რომ გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულება არ შეფერხდეს, რასაც კონსტიტუცია გვავალებს
გურამ მაჭარაშვილი - უნდა მოვახერხოთ, რომ გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულება არ შეფერხდეს, რასაც კონსტიტუცია გვავალებს

უნდა მოვახერხოთ, რომ გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულება არ შეფერხდეს, რასაც კონსტიტუცია გვავალებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, პარლამენტს აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, რომ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

„კონსტიტუციის ჩანაწერს, საქართველოს კანონმდებლობას მივყვებით და იმ პრინციპს, რომ ხელისუფლების სამივე შტო და განსაკუთრებით, სასამართლო ხელისუფლების მუშაობის პროცესები შეუფერხებელი უნდა იყოს. რადგანაც მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს ჩვენი მოქალაქეები, ფიზიკური და იურიდიული პირები ელოდებიან, ამიტომ უნდა მოვახერხოთ, რომ გარდამავალ პერიოდში მართლმსაჯულება არ შეფერხდეს. ამას კონსტიტუცია გვავალებს. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს მართლმსაჯულება და ჩვენ თუ ხელოვნურად შევუწყობთ ხელს იმას, რომ სადღაც რომელიღაც მოსამართლეს თავის დროზე არ დავნიშნავთ; სადღაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პროცესებს შევაჩერებთ, არა რეფორმების მხრივ, არამედ ხელოვნურად, ამ შემთხვევაში, ამ კონსტიტუციურ ჩანაწერს შევეწინააღმდეგებით. ის, რომ ჩვენ სასმართლო რეფორმებს ვაგრძელებთ გიდასტურებთ, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ მართლმსაჯულების პროცესი არ შევაფერხოთ. ამ ორ პრინციპს შორის ბალანსს აუცილებლად დავიცავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.