გურამ მაჭარაშვილი – შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა, დედამიწის ზურგზე არ მომხდარა, იშიმშილო იმის გამო, რომ ვიღაც გაერთიანდეს, ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს
დედამიწის ზურგზე არ მომხდარა, იშიმშილო იმის გამო, რომ ვიღაც გაერთიანდეს, ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა.
„„ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ერთიანობაზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ულტიმატუმის ენით საუბრობენ, თან ისეთი მკაცრი და რთული ფორმებით, როგორიცაა შიმშილობა. შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა და აქ საუბარია იდეალებზე. ამ ფორმას როცა მიმართავ, შენი პროტესტის მიზეზია, რომ გდევნიან და გინდა, საჯაროდ მიაწოდო ვინმეს ხმა, ვინმემ მოგაქციოს ყურადღება. შიმშილობის არსი რა არის? იშიმშილო, რათა ვიღაცა გაერთიანდეს და ერთიანი პოლიტიკური სპექტრი შექმნას, ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არ მომხდარა. ახლა ველოდებით, ზურაბიშვილი დაიწყებს შიმშილობას, რომ ხოშტარიამ შეწყვიტოს შიმშილობა. შემდეგ მელია დაიწყებს შიმშილობას, ზურაბიშვილს ეტყვის, შენ არ იშიმშილო იმის გამო, რომ შემდეგ შიმშილობა შეწყვიტოს ხოშტარიამ. ასე ექნებათ სერიალი. ეს ჩვენ ნანახი კინო გვაქვს, ასეთი რეალობაა, რაც მათი სახეა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.